ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან პოლიციამ საპროტესტო აქციის სამი მონაწილე დააკავა
FaceBook
ქუთაისის მერიასთან მიმდინარე აქციაზე მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა მერიაში შესვლა სცადეს.


პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა. ისინი დემონსტრანტების მერიის ტერიტორიიდან განრიდებას შეეცადნენ. მოხდა დაპირისპირება აქტივისტებსა და პოლიციას შორის. რის შემდეგაც პოლიციამ სამი აქტივისტი, მათ შორის ერთ-ერთი მონაწილე ნიკა ნარსია დააკავა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე ცუდად გახდა.

სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სარესტორნო მომსახურებაში თანხის ხარჯვაში ადანაშაულებენ. ისინი ქუთაისის მერთან იოსებ ხახალეიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ.
Print