ახალი ამბები
„მერი გამოვიდეს ან ჩვენ შევალთ" - აქცია ქუთაისის მერიის წინ
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს სარესტორნო მომსახურებაში თანხის ხარჯვაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, პანდემიის დროს მერი და თანამდებობის სხვა პირები ათასობით ლარს ხარჯავენ ქეიფში.

აქციის მონაწილეები მერს მოუწოდებენ ჩამოვიდეს და შეხვდეს აქტივისტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი შენობაში შესვლას აპირებენ.

"მერი გამოვიდეს ან ჩვენ შევალთ შიგნით. ნებისმიერი ხელის შეშლა პოლიციის მხრიდან იქნება კანონდარღვევა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.


აქციის მონაწილეებმა ქუთაისის მერს ათი წუთი მისცეს მოსაფიქრებლად, იმისთვის, რომ ჩამოვიდეს და დემონსტრანტებს შეხვდეს.

მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ ათეულობით სამართალდამცავია მობილიზებული.

Print