ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან სამართალდამცავების მობილიზებაა
FaceBook
ქუთაისის მერიასთან, იქ სადაც აქტივისტებს კარავი აქვთ გაშლილი, ათეულობით პოლიციელი იმყოფება.

სამართალდამცავების მობილიზება ცენტრალურ ბულვარში დაგეგმილ აქციას უკავშირდება, რომელსაც თბილისიდანაც უერთდებიან. სამოქალაქო აქტივისტები ჯერჯერობით არ ამბობენ რა იგეგმება აქციაზე.

დღესვე, ცენტრალურ ბულვარში აქტივისტებმა სტიკერები გააკრეს,რასაც მათსა და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.


ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ საპროტესტო კარავი 27 იანვარს გაშალეს. რამდენიმე დღის წინ ადგილზე ინცინდენტიც მოხდა. აქტივისტების თქმით, უცნობი პირი კარავზე  ავტომანქანის შეჯახებას ცდილობდა.

პროტესტის მონაწილეები მომხდარს ხელისუფლების მიერ დაგეგმილს უწოდებენ, რაც მათ დაშინებას ემსახურებოდა.
Print