ახალი ამბები
დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და მერიის თანამშრომლებს შორის (ვიდეო)
FaceBook
ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში,  აქტივისტებმა, რომლებსაც ორ კვირაზე მეტია კარავი აქვთ გაშლილი, ბაღის ტერიტორიაზე სტიკერები გააკრეს.
ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრის უფლებას აქტივისტებს ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები არ აძლევდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მერიის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის არეალს წარმოადგენს, რის გამოც მსგავსი ქმედების განხორციელება კანონდარღვევაა.

აქტივისტები აკრძალვას არ დაემორჩილნენ და სტიკერები მაინც გააკრეს. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების თქმით, მომხდარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლით რეგულირდება, რაც 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

Print