ახალი ამბები
მფრინავი ქალი - სტენსილი სკოლის კედელზე
FaceBook

ქუთაისში შპს #1 სკოლის კედელი მოხატეს.


მფრინავი ქალის სტენსილი ქალთა გაძლიერების, მათი როლისა და ადგილის დამკვიდრების პრობლემას ეძღვნება.

სტენსილის ავტორია ლუკა კიკნაველიძე, რომელმაც ნამუშევარი ქუჩის ხელოვნების კლუბის წევრებთან ერთად დახატა. ლუკას თქმით, მან ინსპირაცია პეტრე ოცხელის ნახატებიდან მიიღო. 

"გადავწყვიტე დამეხატა ქალი, რომელიც ყურადღებას მიიპყრობდა საკუთარი სიძლიერით , დამოუკიდებლობით და დაუმორჩილებელი სულით . სწორედ ეს თვისებები მინდა ამოიკითხოს მნახველმა სტენსილში . ფეხქვეშ მოქცეული ღია გალიით , რომელმაც ქალი ვერ დაატყვევა , სწორედ მის თავისუფალ ბუნებაზე მინდოდა გამესვა ხაზი", - ამბობს ლუკა.

მფრინავი ქალის სტენსილი ექვსი პროექტიდან ერთ-ერთია, რომლის განხორციელებასაც ქუჩის ხელოვნების კლუბი გეგმავს ქუთაისის ამერიკულ კუთხესთან ერთად.

Პროექტის მიზანია საქართველოს ახალგაზრდების ღირებულებებისა და პრიორიტეტების გამოვლენა.

ქუჩის ხელოვნების კლუბმა კედელი ქუთაისის მერიისა და აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით მოხატა.








Print