ახალი ამბები
ზესტაფონელმა მხატვარმა ბიძინა ივანიშვილს ბიუსტი გაუკეთა (ფოტო)
FaceBook
ზესტაფონელი მხატვარი მიხეილ ლაბაძე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ორიგინალურად ულოცავს.
მხატვარმა ივანიშვილს ბიუსტი გაუკეთა. იგი მმართველი პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს საქართველოს ისტორიის მწერალს უწოდებს და 65 წლის იუბილეზე სიმბოლურად ბიუსტს ჩუქნის.

"საქართველოს უახლესი ისტორიის მწერალი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი 18 თებერვალს 65 წლის ხდება, წინასწარ ვულოცავთ  იუბილეს", - წერს მიხეილ ლაბაძე.  ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

ზესტაფონელ მხატვარს უკვე შექმნილი აქვს ბიძინა ივანიშვილის ოჯახური პორტრეტი ორიგინალურ ჩარჩოთი. ასევე, როიალი, რომელზეც ბერა ივანიშვილის  პორტრეტია წარწერით "BOSS". 

Print