ახალი ამბები
განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები პირბადის ტარებისგან თავისუფლდებიან
FaceBook
სკოლებში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები პირბადის ტარებისგან თავისუფლდებიან.

ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, სკოლებს ახალი რეკომენდაციები უკე გადაეგზავნათ.

"თუ მშობელი მიმართავს სკოლას, პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, სკოლა იღებს გადაწყვეტილებას მოსწავლის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და ამ შემთხვევაში საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე თავისუფლდება პირბადის ტარებისგან", - განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

განათლების სამინისტროს  რეკომენდაციით, ყველა სკოლაში მეხუთე კლასს ზემოთ მოსწავლეებისთვის სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.

პირბადე სკოლაში არ დარიგდება და  ის მოსწავლეებს მშობლებმა უნდა გაატანონ.

სასწავლო პროცესის განახლება პირველ მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესების გამო თარიღი შეიცვალა და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება, სურვილის შემთხვევაში, 15 თებერვლიდან შეეძლებათ.




Print