ახალი ამბები
ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა 5 დღით დაიკეტება
FaceBook
ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე, ქუთაისის გავლით გადაერთვება.



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მიმდინარე წლის 8 ნოემბრის 23:00 სთ-დან 14 ნოემბრის 08:00 სთ-მდე ქუთაისის შემოსავლელი-სამტრედიის გზა დროებით დაიკეტება.

დეპარტამენტი გზის დაკეტვის მიზეზად ჩქაროსნული გზატკეცილის ქუთაისის შემოსავლელის-სამტრედიის გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ბოლო ეტაპის გეგმიური სამუშაოებს ასახელებს.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე ქალაქ ქუთაისის გავლით.

მოძრაობის რეგულირება განხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ დამტკიცებული და შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებული დროებითი მოძრაობის სქემის შესაბამისად.
Print