ახალი ამბები
11 თებერვლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება ორმხრივად გაიხსნა
FaceBook

ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, 11 თებერვლიდან საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება თავისუფალია.

ე.წ. საზღვრის გადაკვეთა შეუძლია ყველა პირს. მათ შორის ასაკით და სამედიცინო ჯგუფის მქონე პენსიონერებს დაუბრკოლებლად შეეძლებათ კუთვნილი პენსიის მიღებას. თანხის გაცემა 12 თებერვლის დღის პირველი ნახევრიდან მოხდება.

საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას შეძლებენ ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრები გარკვეული კატეგორიის პირებიც. საოკუპაციო ხაზის გამოკვეთა შესაძლებელი იქნება მხოლოდ კორონავირუსთან დაკავშირებული კონკრეტული რეგულაციების დაცვით.

 

Print