ახალი ამბები
მეშახტეები შახტებიდან ამოვიდნენ - ტყიბულში პროტესტი შეწყდა
FaceBook
ტყიბულში 33 საათიანი პროტესტის შემდეგ მეშახტეები შახტიდან ამოვიდნენ.
მოლაპარაკება წარმატებით მაჟორიტარი დეპუტატის ბეჟან წაქაძის შახტში ჩასვლის შემდეგ დასრულდა. 9 მეშახტე ძიძიგურის შახტიდან ერთი საათის წინ ამოვიდა. ბეჟან წაქაძის თქმით, გაფიცულები დათანხმდნენ, საკითხი მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილონ.

შახტში მყოფები მეშახტეების თქმით, ამ ეტაპზე ოფიციალურად გადაწყვეტილი არაფერია და ისინი მაჟორიტარი დეპუტატის სიტყვიერ დაპირებას ენდნენ.

მათივე თქმით, მათი მოთხოვნა უცვლელი რჩება და მოითხოვენ ხელფასი სრულად დაერიცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტს ისევ გააგრძელებენ.

11 მეშახტე ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტაში ორი დღე იმყოფებოდნენ. პროტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც გასულ თვეში ხელფასი დააკლდათ. მეშახტეები აცხადებდნენ, რომ პროტესტს კუთვნილი ანაზღაურების მიღებამდე არ შეწყვეტენ. მეშახტეს, რომელიც ცუდად გახდა სხვა თანამშრომელი ჩაენაცვლება.

მეშახტეების პროტესტთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადებას გაავრცელა.


ამავე თემაზე

კომპანია გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მეშახტეები შახტებიდან არ ამოდიან - პროტესტი ტყიბულში

ტყიბულის შახტში პროტესტის ნიშნად ჩასული მეშახტე ცუდად გახდა

შახტში პროტესტის ნიშნად ჩასულ მუშებს საკვები ჩაუტანეს
Print