ახალი ამბები
შახტში პროტესტის ნიშნად ჩასულ მუშებს საკვები ჩაუტანეს
FaceBook
ტყიბულში, ძიძიგურის შახტში მყოფ მეშახტეებს საკვები გაუგზავნეს, ინფორმაცია მაჟორიტარმა დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ გაავრცელა, რომელიც შახტში იმყოფებოდა.
მისი თქმით, ორივე მხარეს შეხვდება და ემედოვნებს, რომ მალე მოგვარდება.

"შევხვდით მეშახტეებს, მოვისმინე მათი პრობლემები, შემდეგ ვესაუბრე ადმინისტრაციას და პირველ ეტაპზე, რაც იყო აუცილებელი, საკვები გავუგზავნეთ. მოლაპარაკებას რაც შეეხება, მე მათ შევთავაზე მოლაპარაკება, დარწუნებული ვარ ამოვლენ, თუ არადა სამი კაცი ჩავალთ შახტში და გავმართავთ მოლაპარაკებას. აქ უბრალოდ გაუგებრობაა. მათ დადებული აქვთ ხელშეკრეულება, რომელსაც გავივლით ორივე მხარესთან. ვთავაზობთ, შეიქმნას კომისია მათი ხელმძღვანელობით. თუ ადმინისტრაცია აღმოჩნდება დამნაშავე, ისინი პასუხისმგებელი არიან რომ აანაზღაურონ ყველა განაცდური ხელფასი. ვიცით, რომ ხელფასზეა მოთხოვნა და ყველა ერთად გავივლით ამ საკითხს. მე როგორც ვიცი, ამ წუთში შეუძლოდ არავინ არის", - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

11 მეშახტე ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტაში მეორე დღეა იმყოფებიან. პროტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც გასულ თვეში ხელფასი დააკლდათ. მეშახტეები აცხადებენ, რომ პროტესტს კუთვნილი ანაზღაურების მიღებამდე არ შეწყვეტენ. მეშახტეს, რომელიც ცუდად გახდა სხვა თანამშრომელი ჩაენაცვლება.

მეშახტეების პროტესტთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადებას გაავრცელა.


ამავე თემაზე

კომპანია გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მეშახტეები შახტებიდან არ ამოდიან - პროტესტი ტყიბულში

ტყიბულის შახტში პროტესტის ნიშნად ჩასული მეშახტე ცუდად გახდა
Print