ახალი ამბები
ტყიბულის შახტში პროტესტის ნიშნად ჩასული მეშახტე ცუდად გახდა
FaceBook
ტყიბულში შახტში პროტესტის ნიშნად ჩასული მუშა ცუდად გახდა.
მიზეზი არსებული უჰაერობა და შიმშილია.

"არ მოგვცეს უფლება, რომ საკვები ჩაგვეტანა. არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს იქ ჩასულ ადამიანებთან",
- ამბობენ ძიძიგურის სახელობის შახტთან შეკრებილები.

მეშახტეები ასევე აცხადებენ, რომ მათ კომპანიამ საკვების მიწოდებაზე უარი უთხრათ, მიზეზად კი ანტისანიტარია დასახელდა. მეშახტეებისთვის კომპანიის არგუმენტი არადამაჯერებელია.

11 მეშახტე ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტაში მეორე დღეა იმყოფებიან. პროტესტის ამ ფორმას მათ მას შემდეგ მიმართეს, რაც გასულ თვეში ხელფასი დააკლდათ. მეშახტეები აცხადებენ, რომ პროტესტს კუთვნილი ანაზღაურების მიღებამდე არ შეწყვეტენ. მეშახტეს, რომელიც ცუდად გახდა სხვა თანამშრომელი ჩაენაცვლება.

"პანდემიის პირობებში უნდა დაგვესვენა, მაგრამ კომპანიამ დამატებითი ანაზღაურების სანაცვლოდ შემოგთავაზა მუშაობა. დავთანხმდით და ვიმუშავეთ. იყო გარკვეული გაცდენები თავად კომპანიის მხრიდან, ამიტომ სრულად ვერ ვიმუშავეთ. იანვარში დაგვაკლდა ხელფასი, დაახლოებით, დღეში ასი ლარის ნაცვლად, 45 ლარი. რომ გავაპროტესტეთ, ადმინისტრაციამ გვითხრა, რომ სრულად ვერ შევასრულეთ გეგმა, ამიტომ დაგვაკლეს. არაფერს ამბობენ იმაზე, რომ მათ გამო გვქონდა გაცდენა და რომ ეს გახდა გეგმის ვერ შესრულების მიზეზი. დღეში 45 ლარს დამატებითი სამუშაოს გარეშეც ვიღებდით და ტყუილად რატომ ვიმუშავებდით. მოვითხოვთ, გაირკვეს წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება", - აცხადებენ მეშახტეები.

მეშახტეების პროტესტთან დაკავშირებით კომპანიამ განცხადებას გაავრცელა.


ამავე თემაზე

კომპანია გაფიცულ მეშახტეებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მეშახტეები შახტებიდან არ ამოდიან - პროტესტი ტყიბულში

Print