ახალი ამბები
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ქუთაისში სავარაუდოდ მაისში გაიმართება
FaceBook
მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "ოქროს დინოზავრი", რომელიც გასული წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო, წელს სავარაუდოდ მაისში ჩატარდება.

Ამის შესახებ იფორმაციას ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი ნინო მხეიძე ავრცელებს.

Ნოემბერში ფესტივალის გაუქმების მიზეზი გამკაცრებული რეგულაციები გახდა.

"ფესტივალის ორგანიზატორებმა თავად მოგვმართეს და გვითხრეს, რომ გადაგვედო ფესტივალი იმ დროისთვის როდესაც ეპიდსიტუაცია შეიცვლება", - ამბობენ ქუთაისის მერიაში.

ორგანიზატორები ფესტივალის გამართვის სავარაუდო თარიღად მაისის პირველ რიცხვებს მიუთითებენ.

" მარტში გვექნება საბოლოო შეჯერება ფესტივალის მხარდამჭერებთან და იმის მიხედვით გადაწყდება. სავარაუდოდ იქნება 3-7 მაისი", - ამბობს ფესტივალის ოქროს დინოზავრი ერთ-ერთი დამფუძნებელი და ორგანიზატორი ნინო მხეიძე.

Მისი თქმით, თუ არ იქნება ფესტივალის დახურულ სივრცეებში გამართვის ნებართვა. მაშინ გარე სივრცეებს მოძებნიან ქუთაისში, სადაც შესაძლებელი იქნება ფილმების ჩვენება.

პროგრამა არ შეიცვლება და თავდაპირველი გეგმის მიხედვით განხორციელდება.

კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ორ სხვადასხვა ქრონომეტრაჟის ფილმებს წარმოადგენენ. როგორც 10-30-წუთიან, ისე 1-5-წუთიან კინოსურათებს. 1-5 წუთამდე ფილმების პროგრამაში პროფესიონალებთან ერთად, მოყვარულებსაც შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.

გარდა ფესტივალით გათვალისწინებული კინოჩვენებებისა, ფესტივალზე ჩატარდება მასტერკლასები და დისკუსიები
ფესტივალის სიმბოლოს ოქროს დინოზავრი წარმოადგენს. ის გახლავთ ფესტივალის მთავარი პრიზიც.

საკუთარ რჩეულს დაასახელებს კინომცოდნეების ჟიური.

პროექტის მხარდამჭერებია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ქუთაისის მერია.


Print