ახალი ამბები
მეშახტეები შახტებიდან არ ამოდიან - პროტესტი ტყიბულში
FaceBook
ტყიბულში 15-მდე მეშახტემ პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართა.
მეშახტეები პროტესტის ნიშნად შახტიდან არ ამოდიან.

შახტში დასაქმებულები, ამ დროისთვის რამდენიმე ასეული მეტრის სიღრმეში არიან და არსებულ მდგომარეობას, სავარაუდოდ, კი ანაზღაურების შემცირებას აპროტესტებენ.

მეშახტეების პროტესტს ადმინისტრაციაც ადასტურებს და ამბობენ, რომ მათთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა რა გახდა პროტესტის მიზეზი კომპანია არ საუბრობს.

2019 წლის ნოემბრიდან ტყიბულის შახტებში ახალი კომპანია "Coal of Georgia" ოპერირებს. ქვანახშირის მომპოვებელი საწარმოები, ყოფილმა ინვესტორმა "ჯი აი ჯი" ჯგუფმა, მას შემდეგ დატოვა, რაც 1000-მდე მეშახტის წინაშე მილიონიანი ვალი დაუგროვდა.

შახტებიდან კომპანიის გასვლას წინ მასშტაბური საპროტესტო აქციები უძღოდა. საბოლოოდ, მეშახტეების ხელფასი ახალმა კომპანიამ გაისტუმრა და შახტები გადაიბარა.

Print