ახალი ამბები
"შეწყდეს უფლებადამცველების დევნა" - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, პროკურატურასთან ადვოკატებმა აქცია გამართეს.
პროკურატურასთან შეკრებილებმა სოლიდარობა გამოუცხადეს ადვოკატ შოთა თუთბერიძეს.

ისინი აცხადებენ, რომ სამართალდამცავებმა შოთა თუთბერიძე  უკანონოდ დააპატიმრეს და არ აძლევდნენ კლიენტის დაცვის საშუალებას.

ქუთაისელი ადვოკატები ამ საქმეში მონაწილე პოლიციელების დასჯასა და თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ.

"ის ყავდათ უკანონო პატიმრობაში რამდენიმე საათი, როგორ დაიცვას სხვისი ინტერესები როცა საკუთარი თავი გაუხადეს დასაცავი,ჩამოშალეს მთელი ინსტიტუცია", - ამბობს ადვოკატი ნინო მეფარიშვილი. 

უფლებადამცველები სამართალდამცველების მიერ ადვოკატების დევნას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში, უკვე ნორმადაა ქცეული ადვოკატისთვის უფლების შეზღუდვა, რაც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების დისკრედიტაციას ახდენს.

მათი  მთავარი მოთხოვნაა შეწყვიტოს ხელისუფლებამ ადვოკატებზე ზეწოლა. 


Print