ახალი ამბები
ამნისტიის შედეგად საპატიმროდან 189 პატიმარი გათავისუფლდა
FaceBook
ამნისტიის შედეგად საპატიმროები უკვე 189-მა პატიმარმა დატოვა, ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სასმახური ავრცელებს. 

"ამნისტიის შესახებ" კანონი პარლამენტმა 2021 წლის 11 იანვარს მიიღო და 9 თებერვლის მდგომარეობით პენიტენციური დაწესებულებები უკვე დატოვა 170-მა მსჯავრდებულმა და 19-მა ბრალდებულმა პირმა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით 170 მსჯავრდებულიდან 83 პირი სასამართლო განჩინებით დაუყოვნებლივ გათავისუფლდა საპატიმროდან.

53-მა მსჯავრდებულმა დანიშნული სასჯელის განახევრების შედეგად დატოვა საპატიმრო.

33 მსჯავრდებული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად გათავისუფლდა.

ასევე ერთ მსჯავრდებულს პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

170 მსჯავრდებულიდან 10 გათავისუფლებული ქალი მჯავრდებულია. მათგან 2-მა ქალმა მსჯავრდებულმა საპატიმრო დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედის შემცირების შედეგად დატოვა. 4 მსჯავრდებულ ქალს კი პატიმრობა შინაპატიმრობით შეეცვალა.

სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან სასამართლოებში სულ 4055 პატიმრის საქმე არის გაგზავნილი მსჯავრდებულთა ამნისტიით გათავისუფლების პროცესი გრძელდება, ვინაიდან თითოეული პატიმრის გათავისუფლების საკითხს სასამართლო იხილავს და ისინი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებენ საპატიმროებს.
Print