ახალი ამბები
2020 წელს ქვეყნის მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევით 450 ადამიანი დაიღუპა
10:46 / 10.02.2021
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის ინფორმაციით, 2020 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, 4999
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
6640 ადამიანი დაზარალდა, 450 კი დაიღუპა.
როგორც საქსტატის ინფორმაციაშია
ნათქვამი, ავტოსაგზაო შემთხვევის 137 ფაქტი
სიმთვრალით იყო გამოწვეული.
რაც შეეხება 2019 წლის მონაცემებს, 2019 წელს 5839 ავტოსაგზაო
შემთხვევა მოხდა, 481 ადამიანი კი დაიღუპა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ინფორმაციას შინაგან
საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მასალის გამოყენების პირობები