ახალი ამბები
თერჯოლაში ორი ავტომობილი აფეთქებას გადაარჩინეს
FaceBook
თერჯოლაში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე ბუნებრივი აირით დატვირთულ ავტომანქანებს ცეცხლი გაუჩნდათ.

შემთხვევა დღეს, მაშინ მოხდა, როდესაც მანქანები გაზგასამართ სადგურზე იდგნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მეხანძრე-მაშველებს გაზ გასამართ სადგურზე ხანძრის ჩაქრობა მალევე შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე 6 სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.


Print