ახალი ამბები
იმუშავებს თუ არა კინო „საქართველო“?!
FaceBook
Პანდემიის გამო, სხვა კულტურულ ობიექტებთან ერთად, კინოთეატრი "საქართველო" თითქმის ერთი წელია აღარ ფუნქციონირებს.
"ველოდებით მხოლოდ სახელმწიფოს გადაწყვეტილებას კულტურული ობიექტების გახსნასთან დაკავშირებით", - ამბობს კინოთეატრის აღმასრულებელი დირექტორი რაულ ქორჩილავა.

მისი თქმით, დიდი ხნის პაუზა ვერ გააჩერებს კინოთეატრს და ობიექტი ნებართვის მიღების შემდეგ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

კინოთეატრში სრული სტაფი შენარჩუნებულია. ისინი ორ 67 კაციან, ორ 130 და ორ 10-10 კაციანი VIP დარბაზს ემსახურებიან.

კინოთეატრი გასული წლის 20 მარტიდანაა გაჩერებული.

კინო "საქართველო" თითქმის ოცდაათწლიანი პაუზის შემდეგ 2018 წლის 16 თებერვალს ამოქმედდა.

ქალაქს არ გააჩნია მუნიცაპალური კინოთეატრი. „საქართველო“ ერთადერთი კინოთეატრია ქალაქში.

Print