ახალი ამბები
ქუთაისის მერიასთან ყვავილებით მოვაჭრეებმა აქცია გამართეს
FaceBook
ქუთაისში ყვავილებით გარემოვაჭრეები მუშაობის უფლებას ითხოვენ.

მუშაობის უფლების მოთხოვნით მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს.  მათი თქმით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მათ მუშაობა აუკრძალა. ბაზარში მუშაობასაც ვერ ახერხებენ, რადგან მინდვრის ყვავილებს ყიდიან და გადასახადის გადახდას ვერ შეძლებენ.

თუკი მერია მათ მოთხოვნებს არ დააკამყოფილებს, გარემოვაჭრეები პროტესტს გააგრძელებენ.

გარემოვაჭრეებს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ეკა გრიგოლაშვილმა უპასუხა. მისი თქმით, გარევაჭრობას საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის დადგენილება არეგულირებს, რაც ნებართვის გარეშე გარევაჭრობას კრძალავს.

"მათ პროტესტს ვერ გავიზიარებ, ჯერ კიდევ წინა პანდემიის პერიოდში ყველა გარემოვაჭრე გაფრთხილებული იყო, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება. მათი გაფრთხილება ახლაც მიმდინარეობს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვმოქმედებთ აღნიშნული დადგენილების წესების შესაბამისად. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ისინი არ ემორჩილებიან კანონს",- აღნიშნა გრიგოლაშვილმა.

ქუთაისში გარევაჭრობა 2-18 წლის მარტიდან აიკრძალა.

Print