ახალი ამბები
პროტესტი რიონის ხეობიდან (ფოტორეპორტაჟი)
FaceBook
დღეს, ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა სოფელ ნამოხვანში მაშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს.


რიონის ხეობის მცხოვრებლებს მხარდაჭერა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ასობით ადამიანმა გამოუცხადეს.









რიონის ხეობის მცხოვრებლები 106-ე დღეა ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აქციებს მანამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე ჰესის მშენებელი კომპანია "ენკა" ხეობას არ დატოვებს.













აქციის მონაწილეები ტერიტორიას ღამითაც არ ტოვებენ და კარვებში რჩებიან. მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" წარმომადგენლები სოფელ ნამოხვანის ტერიტორიაზე 105 მეტრიანი კაშხლის მშენებლობას მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების დღიდან აპროტესტებენ.

მათი თქმით, კომპანია სამუშაოები ყველანაირი ნორმის დარღვევით აწარმოებს, მათ არ აქვთ არც გარემოზე ზემოქმედების გეგმა. ადგილობრივების თქმით, გარდა იმისა, რომ ჰესი შეცვლის რიონის ხეობის კლიმატს და გააქრობს ყურძნის უნიკალურ ჯიშებს, კაშხლის დაზიანების შემთხვევაში წყალი დაფარავს მიმდებარე სოფლებს, დაახლოებით 10 წუთში კი ტალღა ქუთაისამდეც მიაღწევს.

პროექტის მიხედვით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიეტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგა ვატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგა ვატს შეადგენს.

ინვესტიციის სანაცვლოდ, კომპანია ჰესის ამოქმედების შემდეგ, ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანის პირობას დებს. კომპანიის ინფორმაციით, მშენებლობაზე, რომელიც სამ წელზე მეტ ხანს გაგრძელდება, 3 000-მდე ადამიანი დასაქმდება.

"თემთა ერთობის" წევრები ამბობენ, რომ კომპანიას არ აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) განახლებული გეგმა. გაერთიანების წევრების თქმით, კომპანია ვერ პასუხობს მათ კითხვებს დაგეგმილი მშენებლობა შეუქმნის თუ არა წყალტუბოს წყალს საფრთხეს.

გასულ კვირას, ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ მოძრაობა ,,რიონის ხეობის გადარჩენისთვის'' თანადგომა გამოუცხადა და მოუწოდა ეპარქიის ტერიტორიაზე ჯვარი აღმართონ.
Print