ახალი ამბები
შშმ პირთა დასაქმებისა და განათლების ხელშესაწყობად ქუთაისში ახალი პროექტი დაიწყო
FaceBook
ქუთაისში შშმ პირთა დასაქმების და განათლების ხელშეწყობისთვის მიზნით ახალი პროექტი დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ახალი პროექტს " შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირება და ლობირება" ახორციელებს ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, რომელიც გაგრძელდება 24 თვეს და მისი საერთო ბიუჯეტი დაახლოებით 1 350 000 ლარია.

პროექტის მიზანია შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა, შშმ პირებთან დაკავშირებული სტიგმის და დისკრიმინაციის შემცირება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 80–მდე წარმომადგენელი. მათ შორის პრეზენტაციაზე მოწვეული იყო სტეფან სტორკი –ევროკავშირის მისიის საოპერაციო განყოფილების უფროსის მოადგილე.

" ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას სატელევიზიო გადაცემებთან წარმატებული ქეისების შესახებ, რისი მიზანიც ისევ შშმ პირთა უნიკალური უნარების ჩვენება იქნება საზოგადოებისთვის"– განაცხადა შეხვედრაზე ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის დირექტორმა ლია კილაძემ.

შეხვედრაზე ფილმის ჩვენება მოეწყო, რომელიც  შშმ პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი ხელმისაწვდომობის ადვოკატირების საპილოტე პროგრამის შედეგებს ეხება.

მირიან გოგებაშვილი


Print