ახალი ამბები
,,გვითხრეს, რომ გვიშვებდნენ და მიზეზიც არ განუმარტავთ" - ქუთაისში მშენებლობაზე დასაქმებულებმა აქცია გამართეს
FaceBook

ქუთაისში, დევნილებისთვის მშენებარე კორპუსზე დასაქმებულების აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა კომპანია "კრეატივისგან" გაფრთხილების გარეშე გათავისუფლება გააპროტესტეს. ისინი ვარაუდობენ, რომ შემცირება მათ პროტესტს უკავშირდება, რასაც არასათანადო პირობების გამო გამოთქვამდნენ. დასაქმებულების თქმით, თვეების განმავლობაში არაადამიანურ პირობებში მუშაობდნენ, არ ქონდათ დასვენების დღეები და ვერც ზეგანაკვეთური სამუშაოების გამო იღებდნენ ანაზღაურებას.

გათავისუფლებულებს კომპენსაცია არ მიუღიათ და აპირებენ, რომ გადაწყვეტილება გაასაჩივრონ.

"ერთი წელი ვმუშაობდით, თავიდან მცირედით მოგვიმატეს ხელფასი, მაგრამ გაიზარდა სამუშაო, არ გვქონდა დასვენების დღეები, არაადამიანურ პირობებში გვამუშავებდნენ, რასაც ვაპროტესტებდით. მათი პასუხი იყო, რომ ადვილად მოძებნიდნენ სხვა მუშებს. გუშინ გვითხრეს, რომ გვიშვებდნენ და მიზეზიც არ განუმარტავთ, კომპენსაციაც არ მოუცია, ოჯახებია ჩვენს უკან და არ ვიცით, რა გვეშველება, პამდემიის პირობებში",-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

კორპუსებს კომპანია "კრეატივი" აშენებს, მათ გათავისუფლებულების ბრალდებებს არ უპასუხეს.

Print