ახალი ამბები
რა დაუჯდა ქუთაისის მერიას მინისტრებისა და მათი თანმხლები პირების გამასპინძლება
FaceBook

მაშინ როცა მოქალაქეები პანდემიით გაუარესებულ სოციალური პრობლემებს ებრძვიან, ქუთაისის მერია პარალელურად წარმომადგენლობითი ხარჯების (საჩუქრები, რესტორნები) სახით ათასობით ლარს ხარჯავს.

ადგილობრივ თვითმმართველობას 2020 წლის 1 იანვრიდან 14 დეკემბრის ჩათვლით სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების, ინვესტორებისა და სამინისტროების წარმომადგენლების მასპინძლობა და საჩუქრები ჯამში 84 266 დაუჯდა.

ქუთაისის მერიის წარმომადგენლობითი ხარჯები ,,ფლანგვის დეტექტორის" კვლევაშიც მოხვდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მოქალაქეებს შეკრებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებდნენ, საჯარო დაწესებულებები კვლავ აგრძელებდნენ შეკრებებს და ფულის ხარჯვას წარმომადგენლობითი ხარჯის სახით.

მაგალითად, პანდემიის პირობებში ქუთაისის მერიას მხოლოდ ჯანდაცვისა და ეკონომიკის მინისტრების, მათი თანმხლები პირების კვებითი მომსხურეობა 2 000 ლარზე მეტი დაუჯდა. 

წარმომადენლობითი ხარჯების დოკუმენტის თანახმად, 21 ოქტომბერს ქუთაისში  ჩამოსული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მინისტრის მოადგილეებისა და თანმხლები პირების (10 პერსონა) გამასპინძლებისთვის 424 ლარიდან 65  თეთრი დაიხარჯა.

ჯანდაცვის მინისტრი თანმხლებ პირებთან ერთად (7 პერსონა) ქუთაისში 16 ნოემბერსაც იმყოფებოდა. მათი გამასპინძლება 349 ლარი დაჯდა. 

სექტემბერში, ქუთაისში ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავასა და თანმხლები პირების, ასევე, სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლების (20 პერსონა) გამასპინძლება კი ადგილობრივ ბიუჯეტს ათას 279 ლარი და 79 თეთრი დაუჯდა. 

ქუთაისის მერიაში წარმომადგენლობითი ხარჯებზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. 

პანდემიის პირობებში სახლში ბიუჯეტის ხარჯით დელეგაციას უმანსპინძლა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმაც. ზვიად შალამბერიძის განცხადებით, ინდ.მეწარმესთან 21 იანვარს 1200 ლარიანი ხელშეკრულება გაფორმდა, დელეგაცია იმერეთში განსახორცილებულ პროექტებთან დაკავშირებით მიიღო და  ეს დანაშაული არ არის.  რა პროექტთან დაკავშირებით უმასპინძლა დელეგაციას სახელმწიფო რწმუნებულმა არ აკონკრეტებს.

Print