პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისის მერიის აუდიტის დასკვნაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს 
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის"  საკრებულოს დეპუტატმა გიგა შუაშიანიამ პროკურატურას მიმართა.

მან უწყებაში ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის დასკვნა და ქალაქის მერის განცხადება მიიტანა, რომელიც მერიის საბინაო სამსახურის სამწლიან ანგარიშს ეხება. დეპუტატი აცხადებს, რომ დოკუმენტი რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

"ქუთაისის მერმა იმის ნაცვლად, რომ კანონის შესაბამისი რეაგირება გაეკეთებინა მერიის სამსახურისვე დაწერილ დასკვნაზე, რომელიც კორუფციის ფაქტებზეა დაწერილი, გადაწყვიტა დანაშაულის დაფარვა. აირჩია წინამორბედების გზა, რომ ხელი დააფაროს კორუფციას და თანხების დაფარვას. აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ მიგვემართა პროკურატურისთვის და მოვითხოვე ქუთაისის მერის წინააღმდეგ სისიხლის სამართლის საქმის აღძვრა, დანაშაულის დაფარვის ფაქტზე, სამსახურეობრივ გუგლგრილობაზე იმიტომ, რომ შეუძლებელია რეაგირების გარეშე დარჩეს",
- განაცხადა შუშანიამ.

ოპოზციის ბრალდებებს ქუთაისის მერიაში სიცრუის ტირაჟირება უწოდეს და დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციაში დაანაშაულეს. მიაჩნიათ, რომ შიდა აუდიტის დასკვნაში არაფერი წერია ისეთი, რომლითაც სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ, თუმცა აღიარებენ, რომ დარღვევები არის, რომლის გამოსწორებაც დაწყებულია. 

ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახური "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს

"ქუთაისის მერიის შიდა აუდიტმა საბინაო სამსახურში კორუფცია გამოავლინა"

ათობით შენიშვნა და რეკომენდაციები - რა წერია ქუთაისის მერიის აუდიტის დასკვანაში

Print