ახალი ამბები
როგორ დაისჯება ბიზნესი, რომელიც დაარღვევს მთავრობის მოთხოვნებს
FaceBook
პანდემიის დროს დაწესებული შეღავათებითა და სუბსიდირებით ვეღარ ისარგებლებენ ის ორგანიზაციები, თუ ბიზნესსუბიექტები, რომლებიც შეზღუდვების პერიოდში განახორციელებენ ეკონომიკურ საქმიანობას.

,,სრულიად სამართლიანი არის ის, რომ ჩვენ გავამკაცროთ მოთხოვნა ყველა იმ ობიექტის და ბიზნესის მიმართ ვინც მიზანმიმართულად დაარღვევს ეპიდემიოლოგების მიერ დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს, კანონმდებლობით დაწესებულ აუცილებელ მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას არამხოლოდ დაჯარიმების, არამედ სრულიად სამართლიანია, რომ სახელმწიფომ გადახედოს ამ ობიექტების სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობასაც, იმიტომ, რომ ყველა ეს პროგრამა, რასაც ახლა ჩვენ ვახმოვანებთ - ეს არის თანხა, ეს არის სოლიდური თანხა, რომელიც მიდის ჩვენი ბიუჯეტიდან, ეს არის მოსახლეობის თანხა. არ მინდა იყოს მიჩნეული, რომ ეს რესტორნების წინააღმდეგ არის მიმართული, გამგები გაიგებს", - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხება ყველა იმ ბიზნესს, რომელიც სახელმწიფო პროგრამით სარგებლობს.

ამავე სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტა, რომ რესტორნებისთვის საბანკო სესხის სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების თხოვნით მთავრობას დაახლოებით 2000-მა რესტორანმა მიმართა, საიდანაც განაცხადი 420-ს დაუკმაყოფილდა. პრემიერის თქმითვე, მათ დღეს მიიღეს გადაწყვეტილება პროგრამის მოთხოვნები ისე შემსუბუქდეს, რომ დანარჩენ კვების ოქბიექტებსაც პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცეთ.

სახელმწიფო პროგრამა საპროცენტო განაკვეთის 80%-ის სუბსიდირებას ითვალისწინებს. 

საქართველოს მთავრობამ დღეს, 4 თებერვალს შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქება დაგეგმილზე ადრე დაიწყო:


Print