ახალი ამბები
კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას
FaceBook
15 თებერვლიდან კვების ობიექტები და რესტორნები ღია სივრცეში განაახლებენ ფუნქციონირებას.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"15 თებერვლიდან, შემდგომი ორშაბათიდან კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში ამოქმედდნენ. ეს არის ის ძირითადადი გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ დღეს უნდა მივიღოთ, თუმცა შეზღუდვები შენარჩუნდება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქება განხილული იქნება ერთი კვირის თავზე",-განაცხადა გახარიამ.

28 ნოემბრიდან რესტორნების ნაწილი მიტანის სერვისზე გადავიდა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ;

ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება;

თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება;

15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში ამოქმედებას შეძლებენ;

პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.
Print