ახალი ამბები
"თავისუფალი დემოკრატების" ვანის რაიონული ორგანიზაცია დაიშალა
FaceBook
"თავისუფალი დემოკრატები" "ქართულ ოცნებას" უერთდებიან.

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ვანის რაიონული ორგანიზაცა დაიშალა. ასევე, დაშლილია ვანის საკრებულოს "თავისუფალი დემოკრატების" ფრაქციაც.

აღნიშნულის შესახებ განცხადება ვანის საკრებულოს ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" უკვე ყოფილმა წარმომადგენლებმა დღეს, ქუთაისში კოალიცია "ქართული ოცნების" შტაბში გააკეთეს.

"ჩვენ ვემიჯნებით "თავისუფალ დემოკრატებს", რადგან ამ პარტიის მიერ აღებული კურსი ეწინააღმდეგება ჩვენს და ასევე, ქვეყნის განვითარების პრინციპებს", - განაცხადა ვანის საკრებულოს დეპუტატმა რომან თვალაბეიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტიის დატოვების შემდეგ "ქართულ ოცნებას" შეურთდებიან.
Print