ახალი ამბები
ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახური "ნაციონალურ მოძრაობას" პასუხობს
FaceBook
ქუთაისის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გაგა სანდუხაძე "ნაციონალურ მოძრაობას" დოკუმენტის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს.
საუბარია, მერიის აუდიტის სამსახურის მიერ საბინაო სამსახურის საქმიანობაში აღმოჩენილ დარღვევებზე. დასკვნა ,,ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატმა გიგა შუშანიამ გაასაჯაროვა.

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გაგა სანდუხაძე ამბობს, რომ დასკვნაში სიტყვები ,,კორუფცია" და ,,გაფლანგვა" არ წერია, თუმცა საბინაო სამსახურთან შენიშვნები ნამდვილად ჰქონდათ.

,,დღეს, "ნაციონალური მაოძრაობის" მიერ გაკეთებულ განცხადებაში რამდნიმე მიზანმიმართული ტყუილი იყო. ის, რომ დასკვნა იყო დამალული ტყუილია, რადგან ის სრულად გასული წლის დეკემბერში მომზადდა. ასევე, გასული წლის დეკმებერში შეუდგა მუშაობას ახალი მერი, რომელსაც გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის რანგში არც ევალებოდა აღნიშნული. ის, რომ დასკნაში თითქოს მოხსენიებულია სიტყვები ,,კორუფცია" და ,,გაფლანგვა" და ა.შ. სისულელეა და ემსახურება საზოგადობის სიცრუეში შეყვანას. ასევე სიცრუეა, რომ მერმა საბინაო სამსახურის მუშაობის დადებითად შეფასება სთხოვა საკრებულოს. საბინაო სამსახურის მუშაობაში მითითებულია გარკვეულ ხარვეზებზე, რომელთა მონიტორინგიც ხდება პერიოდულად. გარკვეული ხარვეზები იქნა გამოვლენილი, რომელიც შეთანხმებულია შესაბამის სამსახურთან და გაცემულია შესაბამისი რეკომენდაციები",- განაცხადა გაგა სანდუხაძემ.

მერიაში არ თვლიან, რომ დოკუმენტით სამართალდამცავი უწყებები უნდა დაინტერესდნენ.

ოპოზიცია კი მერიას დოკუმენტზე საპასუხო ქმედებების განსახორციელებლად ერთ კვირიან ვადას აძლევს. თუ მერიას დოკუმენტს სამართალდამცავ უწყებებს არ გადაუგზავნის, პროკურატურაში მას "ნაციონალური მოძრაობა" გადააგზავნის.


ამავე თემაზე:

"ქუთაისის მერიის შიდა აუდიტმა საბინაო სამსახურში კორუფცია გამოავლინა"

Print