ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში "სტუდენტური დღეები 2015" გაიხსნა
FaceBook
დღეს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში "სტუდენტური დღეები 2015" მან-სან-კანით გაიხსნა.
„სტუდენტური დღეების“ ფარგლებში სულ 24 სხვადასხვა ღონისძიება არის დაგეგმილი. მათ შორის სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებები.

პროექტში მონაწილეობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 700-მდე სტუდენტი.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სტუდენტებში შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და მოტივაციის გაზრდას.
„სტუდენტური დღეები 2015-ის“ ფრაგელბში ჩატარდება შემდეგი ღონისძიებები:

სპორტული ღონისძიებები: ფეხბურთი ( გოგონები), ფრენბურთი, მკლავჭიდი, ნარდი, მაგიდის ჩოგბურთი, STREETBALL, სროლა, დართსი, PES, ბილიარდი და CITY GAME 3.

კულტურული ღონისძიებები: მან-სან-კანი, ფოტო კონკურსი, ფილმების ჩვენება, მხატვართა კონკურსი, პოეტების კონკურსი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

ინტელექტუალური ღონისძიებები: ესეების კონკურსი, წიგნების განხილვა, ინტელექტუალური ვიქტორინა, სუდოკუ, დებატების კონკურსი.

წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტური დღეების დასკვნითი ღონისძიება ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართება, სადაც ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად თეატრალური კვარტეტი მიიღებს მონაწილეობას.

სტუდენტური დღეების ორგანიზატორია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

"სტუდენტურ დღეებისთვის" უნივერსიტეტის მიერ სტუდენტური თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან 20 000 ლარამდე არის განსაზღვრული.

მირიან გოგებაშვილი

Print