ახალი ამბები
ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე საწყობს ცეცხლი გაუჩნდა
FaceBook
ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.
ნამახვანის ჰესების კასკადის განმახორციელებელი კომპანია ENKA აცხადებს, რომ დღეს, დილის 04:00 საათზე გუმათჰესის დასახლებაში, ქვემო ნამახვანჰესის საპროექტო ტერიტორიაზე განთავსებულ ENKA-ს საწყობს ცეცხლი გაუჩნდა.

კომპანიის ცნობით, საწყობში მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა ინახებოდა. 

კომპანიის განმარტებით, აღნიშნულის შესახებ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობეს.

"წინასწარი მონაცემებით, აღმოჩენილია ხანძრის სამი კერა, რომელიც ამ მომენტისთვის ლიკვიდირებულია. საბედნიეროდ, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა კომპანიის ზარალი სოლიდურია. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი და მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით", — აცხადებენ კომპანიაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187 მეორე ნაწილი მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.
Print