ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ამინდის ეროვნული სააგენტოს, მოკლევადიანი პროგნოზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დოდო გვაზავას თქმით, 5 თებერვლამდე ჰაერის ტემპერატურა დღისით 18-20 გრადუსამდე გათბება.

"5 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოში, მათ შორის იმერეთში უნალექო და თბილი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა ღამით 4-6 გრადუსი იქნება, დღისით 18-20 გრადუსამდე გათბება",
- ამბობს გვაზავა. 

5 თებერვლიდან კი  არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტეპერატურა 12-14 გრადუსამდე დაიწევს, ღამით კი მიმდინარე კვირის  მანძილზე  4-6 გრადუსი იქნება.  მოსალოდენლია წვიმა და მაღალ მთაში თოვლი.

5 და 6 თებერვალს  ნავარაუდევია დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.








Print