ახალი ამბები
პარლამენტში დეპუტატთა ეთიკის საბჭო შეიქმნება
FaceBook
მეათე მოწვევის პარლამენტში დეპუტატთა ეთიკის საბჭო შეიქმნება.
დადგენილების პროექტის მიხედვით, ეთიკის საბჭო პარლამენტის რვა წევრის შემადგენლობით დაკომპლექტდება.

ეთიკის საბჭოს შექმნის მიზანი პარლამენტის წევრთა ეთიკის კოდექსის აღსრულების უზრუნველყოფაა, რომელიც არეგულირებს დეპუტატთა ქცევას მისი სტატუსიდან გამომდინარე, განსაზღვრავს წესებს, რომლებიც პარლამენტარებმა უნდა გაითვალისწინონ საკუთარ საქმიანობაში, ასევე კოლეგებთან, თანამშრომლებთან, მედიასთან, სხვა ინსტიტუტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას. ამასთან, დეპუტატთა ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს პასუხისმგებლობას კოდექსის დარღვევის შემთხვევაში.

პარლამენტის დადგენილების პროექტი ეთიკის საბჭოს შექმნის შესახებ პარლამენტის ბიუროს 1-ელი თებერვლის სხდომაზე წარედგინება
Print