ახალი ამბები
"ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს" - რიონის ხეობაში პროტესტი გრძელდება
FaceBook
წყალტუბოს სოფელ ჟონეთში, სადაც ადგილობრივებს ჯვარი ქონდათ აღამრთული აღარ დახვდათ.
"მაშინ როცა, ჩვენ სახლში ვიყავით კომენდანტის საათის დროს ჯვარი აუღიათ, უფრო ზუსტად აგლეჯილ_ მოთხრილია, ჯვარი მოთხარეს, ხეობა გაყიდეს , ამის მერე რაღა უნდა ვთქვათ" , - ამბობენ ადგილზე მისულები.

ხეობიდან ჯვრის აღებასთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ჯვარი ეპარქიის ხელმძღვანელთან შეთანხმებით ბაგრატის ტაძრის ეზოშია გადატანილი.

"30 იანვარს კომპანიამ მოგვმართა თხოვნით, საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, უსაფუძვლო ქსენოფობიური და ეთნიკური სპეკულაციების გამორიცხვის მიზნით, მუნიციპალიტეტს მოეხდინა მათ კერძო ტერიტორიაზე, სამშენებლო მოედანზე უკანონოდ აღმართული ჯვრის გადატანა. მუნიციპალიტეტმა გაითვალისწინა შექმნილი ვითარება და 30 იანვარს საღამოს, ეპარქიის მღვდელმთავართან შეთანხმებით, მოხდა ჯვრის გადაბრძანება ქალაქ ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძარში. წყალტუბოს მუნიციალიტეტი ყველას მოუწოდებს, დაიცვან პროტესტის მშვიდობიანი ფორმები და აქციის მონაწილეები არ გაცდნენ კანონით განსაზღვრულ ფარგლებს", - ნათქვამია განცხადებაში.

30 იანვარი რიონის ხეობისთვის ერთ-ერთი დაძაბული დღე იყო. მშვიდობიან მოსახლეებს, რომლებსაც ნამახვანჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად კარვები ქონდათ განთავსებული დაპირისპირების ფონზე სამართალდაცავებმა აიღეს.

მოსახლეობა პროტესის ნიშნად კარვში ღამეს ათევდნენ, ისინი ნამხვანჰესის მშენებლიკომპანიის "ენკას" გასვლას ითხოვენ. მათი თქმით, კაშხლის მშენებლობა როფორც ხეობას ისე ქუთაისსაც საფრთხეს უქმნის.

მოსახლეობის პროტესტის საპასუხოდ, კომპანიაში პროექტის სიკეთეებზე, გამომუშავებულ ელექტროენერგიაზე, დასაქმებულთა რაოდენობასა და ინვესტიციის მოცულობაზე საუბრობენ. მათი ინფორმაციით, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე მშენებარე ნამახვანისა და ტვიშის ჰესები წლიურად 1,514 გეგავატ.სთ ენერგიას გამოიმუშავებენ, ხოლო ჰესებზე დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მეგავატს შეადგენს.

ჰესის ამოქმედების შემდეგ, "ენკა" ბიუჯეტში წლიურად 20 მილიონ ლარის შეტანისა და მშენებლობაზე 3 000-მდე ადამიანის დასაქმების პირობას დებს. კომპანიაში, საფრთხეებთან დაკავშირებით მოსახლეობის შიშებს არ იზიარებენ და ამბობენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია.

ადგილობრივების პროტესტს რამდენიმე დღის წინ გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი. ნათია თურნავას განცხადებით, ჰესთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები მიღებულია და მოსახლეობის მღელვარება გადაჭარბებულია.
Print