ახალი ამბები
ქუთაისში ”ლიბერთი ბანკის” ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
FaceBook
პოლიციამ ქუთაისში "ლიბერთი ბანკის" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული 29 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე "ლიბერთი ბანკის" ფილიალის შენობაში შეიჭრა, პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა, თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა 20 წლის თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print