პოლიტიკა
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა
FaceBook
ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუთაისში აქცია-მსვლელობა გაიმართა.
,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და სამოქალაქო აქტივისტებს დღეს სოლიდარობა ბათუმიდანაც გამოუცხადეს და აქტივისტები ქუთაისში ჩამოვიდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათ უნდათ სამართლიან გარემოში იცხოვრონ, სადაც მსგავსი კარვების გაშლა საჭირო აღარ იქნება და მოქალაქეები არჩევანს თავისუფლად გააკეთებენ.

,,ჩვენ ერთობლივად გვინდა გავაგონოთ ხელისუფლებას ჩვენი ხმა, რომ ქართველი ხალხი ამ კრიზისიდან ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს ვადამდელ არჩევნებს",- განაცხადა ,,ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა გიგა შუშანიამ.

ქუთაისის მერიასთან  მეოთხე დღეა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და აქტივისტებს  პროტესტის  ნიშნად კარავი აქვთ  დადგმული.  საპროტესტო კარავი ცენტრალურ ბულვარში 27 იანვარს გაშალეს.

პარლამენტის არჩევნების 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ევროპული საქართველო" – 3,79 %, მანდატების რაოდენობა ხუთი.

"ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" – 27,18%, მანდატები 36.

"პატრიოტთა ალიანსი" – 3,14%, მანდატები ოთხი.

"ლეიბორისტული პარტია" – 1%, მანდატი ერთი.

"მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი" – 1,33 %, მანდატები ორი.

"გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" – 3,15%, მანდატები ოთხი.

"გირჩი" – 2,89%, მანდატები ოთხი.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" – 48,22%, მანდატების რაოდენობა 60.

"ლელო" – 3,15%, მანდატების რაოდენობა ოთხი.

21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ.

თუმცა ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.
Print