ახალი ამბები
ნამახვანჰესის სამუშაოები კომპანიამ პროტესტის ფონზე განაახლა
FaceBook
კომპანია "ენკამ" ნამახვანჰესის სამშენებლო სამუშაოები განაახლა.

ადგილობრივების სამთვიანი უწყვეტი პროტესტის მიუხედავად, კომპანიის მძიმე ტექნიკა ჰესის სამშენებლო ტერიტორიაზე დღეს დილით შევიდა.
ტექნიკის ამუშავებას წინ უძღოდა პოლიციის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ აქციის მონაწილეებს კარავი აეღოთ, თუმცა, ადგილობრივები მოთხოვნას უსამართლოდ მიიჩნევენ და არ ემორჩილებიან.

სამაგიეროდ, სამართალდამცავებმა მოახერხეს და აქციის მონაწილეებს კარვიდან 5 კილომეტრში აღმართული ჯვრისკენ მიმავალი გზა ჩაუკეტეს. ადგილზე ათეულობით სამართალდამცავია მობილიზებული და ადგილობრივებს იქ ასვლის უფლებას არ აძლევს.

ჯვრის ტერიტორიაზე ასვლის მცდელობას აქტივისტებსა და პოლიციას შორის მცირე დაპირისპირებაც მოჰყვა.
Print