ახალი ამბები
დაპირისპირება ნამახვანჰესის მშენებლობაზე (ვიდეო)
FaceBook
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 105 მეტრიანი კაშხლის სამშენებლო ტერიტორიაზე, აქციის  მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცავებმა სოფელ ჟონეთში, სადაც ადგილობრივები ჰესის მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით სამი თვეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ, კარვის დაშლა სცადეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები კარვის დემონტაჟზე და აქციების შეწყვეტაზე უარს აცხადებენ.

"მოვიდნენ და გვითხრეს დაშალეთ კარავი და შეწყვიტეთ პროტესტიო. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ და გავაგრძელებთ პროტესტს იქამდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", -ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი.

რამდენიმე ადგილობრივმა  სოფელ ნამოხვანში გადაინაცვლა, სადაც აქციის მონაწილეებს ჯვარი აქვთ აღმართული. სამართალდამცავები აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე მივიდნენ. ადგილობრივების თქმით, პოლიციას ჯვრის დემონტაჟიც აქვს განზრახული.
Print