ახალი ამბები
დეკანოზი, რომელმაც ბავშვების მიმართ სიძულვილის ენით იქადაგა,სასჯელის სახით მონასტერში გაამწესეს
FaceBook
საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიის დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, ბაშვების მიმართ სიძულვილის ენით იქადაგა, სასჯელის სახით მონასტერში გაამწესეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური  ავრცელებს.

,,საზოგადობაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე, დამატებით გაცნობებთ, რომ ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურს, დეკანოზ თადეოზ სარალიძეს დაედო საეკლესიო სასჯელად (ეპიტიმია) მონასტერში განწესება გარკვეული ვადით",- აცხადებენ საპატრიარქოში. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მღვიმევის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზ თადეოზ სარალიძის ქადაგება აღშფოთების საგანი გახდა. 

დეკანოზის ქადაგებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქადაგება შეუფერებელი იყო სახარებისეულ სწავლებასთან. მოგვიანებით საპატრიარქომ დეკანოზის შენდობის წერილი გამოაქვეყნა. 

დეკანოზი თადეოზ სარალიძის ქადაგება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მღვიმევის მონასტერში, 24 იანვარსაა გადაღებული.

Print