ახალი ამბები
დეკანოზი, რომელმაც ბავშვების მიმართ სიძულვილის ენით იქადაგა, შენდობას ითხოვს
FaceBook
საჩხერისა და ჭიათურის ეპარქიის დეკანოზი თადეოზ სარალიძე, რომელმაც ორი დღის წინ, ბაშვების მიმართ სიძულვილის ენით იქადაგა, შენდობას ითხოვს.

ამის შესახებ წერილს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს. დეკანოზი წერილში წერს, რომ მან ისეთ თემებზე იქადაგა, რაზეც მღვდელთმთავრის კურთხევა არ ჰქონდა.

"მე, დეკანოზი თადეოზი სარალიძე, ვითხოვ შენდობას ჩემი მღვდელმთავრისგან იმის გამო, რომ ვიქადაგე ისეთ თემებზე, რომლებზეც არ მქონდა მისი ლოცვა-კურთხევა. მოძღვარი უფლებამოსილია, ეკლესიაში იქადაგოს მხოლოდ სახარებისა და საეკლესიო დღესასწაულების განმარტება. ეს ქადაგება, რომელიც იყო არაკორექტული, გავიდა სოციალურ ქსელებში და დიდი შეშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. ვაღიარებ, რომ შეცდომები დაშვებული იყო ეროვნული, სოციალური და პედაგოგიური კუთხით, რისთვისაც შენდობას ვითხოვ ჩემი პატრიარქისა და მთელი საზოგადოებისგან", -
წერია დეკანოზის წერილში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მღვიმევის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზი თადეოზ სარალიძის ქადაგება აღშფოთების საგანი გახდა. ის ბავშვების მიმართ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ მათ ვირუსი ვერ მოერევათ, თუ იქნებიან "ვაჟკაცები, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები".

დეკანოზის ქადაგებას ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქადაგება შეუფერებელი იყო სახარებისეულ სწავლებასთან.

დეკანოზი თადეოზ სარალიძეის ქადაგება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მღვიმევის მონასტერში, 24 იანვარსაა გადაღებული.

ამავე თემაზე:

ჭიათურაში ეკლესიის წინამძღვარი ბავშვების მიმართ სიძულვილის გზავნილებს ავრცელებს

"დეკანოზის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია" - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი


Print