ახალი ამბები
ქუთაისში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით კარავი მეორე დღეა გაშლილია
FaceBook
ქუთაისში, მეორე დღეა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს და აქტივისტებს  პროტესტის  ნიშნად კარავი აქვთ  დადგმული.
ქალაქის ცენტრალურ  ბულვარში განთავსებულ კარავში ღამე 15-მდე ადამიანმა გაათენა. 

"ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი და  ვითხოვთ, ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. წუხელ აქ ჩვენ ღამე გავატარეთ, თუმცა უნდა ითქვას, რომ ღამის განმავლობაში გარეთ გავდიოდით და ამის გამო არ დავუჯარიმებივართ. არ იყო ჩასაფრებული სიტუაცია", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ირაკლი გვალია.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად კარავი 27 იანვარს  გაშალეს.  

პარლამენტის არჩევნების 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარდა. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

"ევროპული საქართველო" – 3,79 %, მანდატების რაოდენობა ხუთი.

"ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია" – 27,18%, მანდატები 36.

"პატრიოტთა ალიანსი" – 3,14%, მანდატები ოთხი.

"ლეიბორისტული პარტია" – 1%, მანდატი ერთი.

"მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი" – 1,33 %, მანდატები ორი.

"გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" – 3,15%, მანდატები ოთხი.

"გირჩი" – 2,89%, მანდატები ოთხი.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" – 48,22%, მანდატების რაოდენობა 60.

"ლელო" – 3,15%, მანდატების რაოდენობა ოთხი.

21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. მეორე ტურში 7 პარტიის წარმომადგენლები გავიდნენ.

თუმცა ოპოზიციამ არჩევნებს გაყალბებული უწოდოდა და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიუღია.


ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის წინ კარავი გაშალეს
Print