ახალი ამბები
როდის დაბრუნდება Wizzair-ი ქუთაისის ბაზაზე ისევ უცნობია
FaceBook
დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია Wizzair-ი საქართველოს მიმართულებით, როდის განაახლებს რეგულარულ ფრენებს უცნობია.
ავიაკომპანიის კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერმა, ანდრიას რადომ EuroNews Georgia-თან ინტერვიუში ისაუბრა. 

ანდრიას რადოს თქმით, ფრენების აღდგენა დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ რეგულაციებზე.

ავიაკომპანიის კომუნიკაციების მენეჯერის თქმით, Wizzair-ს ქართულ ბაზაზე და ქუთაისის ბაზიდან ფრენების განახლება აქვს გადაწყვეტილი.

"ახლა ვიკვლევთ, თუ როდის შევძლებთ რეგულარული ფრენების დაწყებას. მაგრამ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ აქ არა მხოლოდ საქართველოში არსებულ შეზღუდვებს, არამედ იმ რეგულაციებსაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომლებიც სხვა ქვეყნებში მოქმედებს", - განმარტავს რადო.

რადოს თქმით, ავიაკომპანია ფრენების განახლებას პირველ თებერვალს ვერ შეძლებს.

"სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებში კვლავ არსებობს მოგზაურობასთან დაკავშირებული უამრავი რეგულაცია. ამიტომ ფრენების განახლებას პირველი თებერვლიდან ვერ შევძლებთ. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ფრენები მალე აღდგეს, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერჯერობით ჩვენთვისაც უცნობია".

კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერის აცხადებს, რომ ავიაკომპანია საქართველოს მთავრობასთან აქტიურად თანამშრომლობს და საჰაერო მიმოსვლის განახლება საერთო მიზანს წარმოადგენს.

კორონავირუსის პანდემიის გამო რეგულარული ფრენების შესრულება გასული წელს, მარტში შეწყდა.

2020 წლის აგვისტომდე რეგულარული ფრენები არ აღდგენილა.


Print