ახალი ამბები
ქუთაისის მერიამ ქუთაისელი მოქანდაკის ოჯახთან მემორანდუმი გააფორმა
FaceBook
მერია მოქანდაკე გოგილო ნიკოლაძის სახლის რეკონსტრუქციას მოახდენს.

ქუთაისის მერიასა და ქუთაისელი  მოქანდაკის გოგილო ნიკოლაძის მეუღლეს შორის მემორანდუმი გაფორმდა. რომლის თანახმად, მერია მოქანდაკის სახლის რეკონსტრუქციას მოახდენს.

ასევე სახლს მიეცემა მუზეუმის დატვირთვა და ყველა დაინტერესებულ ადამიანს საშუალება ექნება დაათვალიეროს გამოფენილი ნამუშევრები. გოგილო ნიკოლაძის სახლში ინახება მისი და მხატვარ რეზო გაბრიაძის ნამუშევრები.

ასევე დღის წესრიგში დგას შენობაზე გოგილო ნიკოლაძის მემორიალური დაფის განთავსება.

მოქანდაკის ნამუშევრები ქუთაისის მერმა, მერის მოადგილემ და საკრებულოს დეპუტატმა ნიკა ლატარიამ დაათვალიერეს. შოთა მურღულიამ მოქანდაკის მეუღლე ნორა გაბრიაძეც მოინახულა და ხელოვანის სახლში არსებულ პირობებს გაეცნო.
Print