ახალი ამბები
"დეკანოზის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია" - ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი
FaceBook
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი) დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგებას ეხმაურება.

მიტროპოლიტი აცხადებს, რომ  დეკანოზის ქადაგება შეუფერებელია სახარებისეულ სწავლებასთან და შესაბამისი პაუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით ეპარქია იმსჯელებს.

"მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკვირაო ქადაგება სრულიად შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის. ეპარქია იმსჯელებს მომხდარის შესახებ და უახლოეს მომავალში დააკისრებს მას შესაბამის პასუხისმგებლობას,"
- ნათქვამია მიტროპოლიტ დანიელის განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მღვიმევის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზი თადეოზ სარალიძის ქადაგება აღშფოთების საგანი გახდა. ის ბავშვების მიმართ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ მათ ვირუსი ვერ მოერევათ, თუ იქნებიან “ვაჟკაცები, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები”.


ამავე თემაზე:

ჭიათურაში ეკლესიის წინამძღვარი ბავშვების მიმართ სიძულვილის გზავნილებს ავრცელებს

Print