ახალი ამბები
ქუთაისის მერიის წინ კარავი გაშალეს
FaceBook
ქუთაისის მერიის წინ "ნაციონალირი მოძრაობის" წევრები და სამოქალაქო აქტივისტები კარავს შლიან.
აქციის მონაწილეები ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

"არ შევეგუებით გაყალბებულ არჩევნებს, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი ხალხის დაჩოქებას და მის რუსეთის გუბერნიად გადაქცევას. ჩვენ გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება და საქართველო მალე იქნება დემოკრატიული ქვეყანა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქციას შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე გოგი წულაია.



მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ დიდი რაოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ისინი პროცესს ჯერჯერობით ხელს არ უშლიან.
Print