ახალი ამბები
ჭიათურაში ეკლესიის წინამძღვარი ბავშვების მიმართ სიძულვილის გზავნილებს ავრცელებს
FaceBook
ჭიათურის მუნიციპალიტეტში მღვიმევის ეკლესიის წინამძღვრის, დეკანოზი თადეოზ სარალიძის ქადაგება აღშფოთების საგანი გახდა.

ის ბავშვების მიმართ განცხადებებს აკეთებს და ამბობს, რომ მათ ვირუსი ვერ მოერევათ, თუ იქნებიან “ვაჟკაცები, პატიოსნები და ეკლესიის ერთგულები”.

სასულიერო პირი ამბიონიდან მრევლს უხსნის, რომ უმჯობესია ბავშვი პატარა მოკვდეს, ვიდრე ,,დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს".

,,თქვენ, მთავარია, ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამ გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?"

დეკანოზი თადეოზ სარალიძეის ქადაგება, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, მღვიმევის მონასტერში, 24 იანვარსაა გადაღებული.

Print