ახალი ამბები
როგორი ამინდია მოსალოდნელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში
FaceBook
დასავლეთ საქართველოში და მათ შორის იმერეთის რეგიონში, კვირის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ამინდის ეროვნული სააგენტოს, მოკლევადიანი პროგნოზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დოდო გვაზავას თქმით, 28 იანვრამდე მოსალოდნელია დღის და ღამის ტემპერატურის მატება. დღის ტემპერატურა 16-18 0 გახდება, ხოლო ღამით 8-90.

27 იანვარს გაძლიერდება აღმოსავლეთის მიმართულებით მქროლავი ქარი.

28-31 იანვრის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, მთაში და მაღალ მთაში თოვლი. ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს.

31 იანვარს დღე-ღამის ტემპერატურა მოიმატებს.

სინოპტიკოსების თქმით, თებერვალი უნალექოდ დაიწყება.



Print