ახალი ამბები
ქუთაისში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ
FaceBook
არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" წევრებმა ქუთაისის მერიასთან აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებმა ორი მოთხოვნა გააჟღერეს. ისინი ვადამდელ საპარალმენტო არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.

როგორც ისინი აცხადებენ, პოლიტპატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და გაყალბებული არჩევნების შედეგი უნდა გაუქმდეს. ორგანიზაციის წევრებმა აქცია რამდენიმე ქალაქში უკვე გამართეს.

"ჩვენი მიზანია, საქართველოში აუცილებლად ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება დემოკრატიული და სამართლიანი. ასევე, გვინდა, ყველა პოლიტპატიმარმა დატოვოს საპატიმროები. რადგან, ისეთი ქვეყანა როგორიც საქართველოა არ უნდა იყოს პოლიტპატიმრები ", - განაცხადა აქციაზე არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელმა გიოგი შერვაშიძემ.

მათ "ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წევრებიც შეუერთდნენ.
Print