ახალი ამბები
საქართველოში ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეული მიმდინარეობს
FaceBook
ქუთაისში კონცერტი „საქართველოში ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეულის“ ფარგლებში ჩატარდა.

ქუთაისის ოპერის თეატრში ბალტიური გიტარის კვარტეტმა კონცერტი გამართა.
კონცერტი საქართველოში ევროკავშირის 2015 წლის კულტურის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
კვირეული 31 ოქტომბერს გაიხსნა და 8 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასში
30- ზე მეტი ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას ევროკავშირის 8 ქვეყნიდან. წარმოდგენილი იქნება 20- ზე მეტი ღონისძიება. დამსწრე პუბლიკას გააცნობენ სხვადასხვა ევროპელი ავტორების ლიტერატურას,წარმოადგენენ ვიზუალურ ხელოვნებას, მუსიკას, თეატრალურ ხელოვნებას, რითაც კვირეული ხმას მიაწვდენს საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში და წარმოაჩენს საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საერთო კულტურულ ღირებულებებს.
ღონისძიებები საქართველოს 7 ქალაქში გაიმართება თბილისი, ქუთაისი, ახალციხე, თელავი სიღნაღი, რუსთავი და ფოთი.

Print