ახალი ამბები
ქუთაისის თოჯინების თეატრის წარმომადგენლებს „ამაგდარის“ წოდება მიენიჭათ
FaceBook
"ამაგდარის“ წოდება შემოქმედებითი კავშირი საქართველოს თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით ქუთაისის თოჯინების თეატრის ოთხ მოღვაწეს მიენიჭა.

ეს წოდება მიიღო  მსახიობმა ნუნუ ქუთათელაძემ, რეჟისორის თანაშემწემ მარინა გაგოშიძემ, სცენის მთავარმა მემანქანემ ბესარიონ კუბლაშვილმა, რეკვიზიტორმა იამზე მაღლაფერიძემ.

ამ წოდების მინიჭებით თეატრალური კავშირი მსახიობებსა და რეჟისორებთან ერთად, იმ პირებს აცნობს საზოგადოებას, რომლებიც სცენის მიღმა სამუშაოებს ასრულებენ  და მათი სახელები მაყურებლისთვის უცნობი რჩება. 

პანდემიის გამო თოჯინების თეატრმა გასული წლის 2 მარტს შეაჩერა მუშაობა. 

თეატრმა სეზონი 28 ოქტომბერს გახსნა. თეატრის ეზოში სახელდახელოდ მოწყობილ სივრცეში.

თუმცა ეპიდსიტუაციის და რეგულაციების გამო რეპეტიციები და სპექტაკლების ჩვენებები დროებით შეჩერებულია.
Print